პროექტის სახელწოდება:Willkommen in Deutschland!!!
· პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარჯების გამოთვლა. გერმანიაში სწავლის პერსპექტიულობის დადგენა.
· პროექტის მიზნები:გერმანული ენის სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა. გერმანული სიტყვების შესწავლა. სამეტყველო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
· მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
· ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
· მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ბროშურები, ბუკლეტები, პრეზენტაცია.
· პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი,პრინტერი, ფურცლები.
· პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოხდება თემის შეთავაზება კლასის წინაშე, შემდეგ ჩამოწერენ საკითხვებს, რომლის მიხედვითაც ჩატარდება კვლევა, მაგალითად ასეთი კითხვები: რა ჯდება გერმანიაში სწავლის გაგრძელება? რომელი უნივერსიტეტები იძლევიან უფასუ განათლებას? სად მდებარეობენ ეს უნივერსიტეტები? რა ჯდება საცხოვრებელი ადგილის დაქირავება? რამდენადაა შესაძლებელი სწავლის პარალელურად მუშაობა? შესაძლებელია თუ არა ონლაინ რეჟიმში განათლების მიღება?
ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით(მაგალითად: გათვლა). მოხდება ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება,დასახელდება კონკრეტულ საქმიანობებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე სხვადასხვა საქმიანობის მომზადების შემსრულებელი პირები.
შემდეგ ჯგუფის წევრები თითოეულ დასმულ კითხვაზე მოიძიებენ პასუხებს ინტერნეტით, ინტერვიუებით ამ საკითხში კომპეტენტურ ხალხთან(მაგ. გერმანიაში უმაღლესდამთავრებულ სტუდენტებთან),მისწერენ იმეილზე ამ უნივერსიტეტებს და მიიღებენ პასუხს სხვადასხვა კითხვებზე, მოიძიებენ უნივერსიტეტების ფოტოებს,მოძებნიან ყველაზე ცნობილ ქართველებს, რომლებმაც დაამთავრეს ეს სასწავლებლები. ბოლოს ყველა ერთად მოამზადებენ ბროშურებს, ასევე მომზადდება პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს,ინფორმაციებს, ფოტოებს.
მოხდება მისი წარდგენა სკოლის მოსწავლეებთან,რის შემდეგაც ჯგუფის წევრები დაარიგებენ ბროშურებს.
ბოლოს საპროექტო ჯგუფი შეფასება, როგორც მასწავლებლის, ასევე ჯგუფის წევრების მხრიდან. მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით:
· საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
· პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):სოფიკო ჩიტაძე
· ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:chitadzesof@gmail.com
· პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.sofochitadze.blogspot.com
.jpg)

No comments:
Post a Comment